Belive

ჩელსისა და იუნაიტედის ფეხბურთელებისგან შემდგარი თერთმეტეული ჯონ ობი მიკელის ვერსიით

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ნიგერიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა, ჯონ ობი მიკელმა, რიო ფერდინანდის პოდკასტში ,,მანჩესტერ იუნაიტედისა'' და ლონდონის ,,ჩელსის'' ფეხბურთელებისგან (ვისთანაც და ვის წინააღმდეგაც უთამაშია) შემდგარი თერთმეტეული დაასახელა:

  • მეკარე - პეტერ ჩეხი

  • მცველები - რიო ფერდინანდი, ჯონ ტერი, ბრანისლავ ივანოვიჩი, ეშლი კოული

  • ნახევარმცველები - კლოდ მაკელელე, პოლ სქოულზი, ფრენკ ლამპარდი

  • თავდამსხმელები - კრიშტიანუ რონალდუ, უეინ რუნი, დიდიე დროგბა

ჯონ ობი მიკელი ,,ჩელსიში'' 2006-2017 წლებში თამაშობდა. ნახევარმცველმა ლონდონურ გუნდთან ერთად პრემიერლიგა, ინგლისის თასი, ლიგის თასი, სუპერთასი, ჩემპიონთა ლიგა და ევროპის ლიგა მოიგო.

ნიგერიელის ანგარიშზე ,,არისტოკრატების'' მაისურით ჩატარებულ 372 შეხვედრაში 6 გოლი და 13 საგოლე გადაცემაა.

სხვა სტატიები