Belive

ყველა რეკორდი, რომელიც მესიმ ამ მსოფლიო ჩემპიონატზე დაამყარა

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

ერთთვიანი საფეხბურთო საგა კატარში დასრულებულია. 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული არგენტინის ნაკრები გახდა, რომელმაც ჩემპიონობა ისტორიაში მესამედ იზეიმა. სამხრეთ ამერიკელებმა ფინალი მეექვსედ ითამაშეს და აქედან მხოლოდ სამი დასრულდა მათი წარმატებით.

არგენტინის ჩემპიონობის გარდა, უდიდესი მოვლენა იყო ლიონელ მესის მსოფლიო თასით ხელში ხილვა. 35 წლის ფეხბურთელმა ნანატრი ტიტული კარიერაში პირველად მოიგო. 2014 წლის მუნდიალის ფინალში, გერმანიასთან მარცხის შემდეგ, ბევრი ამბობდა, რომ მესი მსოფლიო თასის მოგებას ვეღარ შეძლებდა, თუმცა, ლეომ კრიტიკოსებს საპირისპირო დაუმტკიცა.

როგორც მოგეხსენებათ, არგენტინელი ათიანისთვის რეკორდები უცხო არ არის. მას არაერთი ლეგენდის მიღწევა გაუუმჯობესებია და ახალი რეკორდებიც მრავლად აქვს დამყარებული. აქ კი, შეგიძლიათ იხილოთ ის რეკორდები, რომელიც ლიონელ მესიმ კატარის მუნდიალზე დაამყარა:

  • ყველაზე ასაკოვანი მოთამაშე, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის მატჩში გოლი და საგოლე გადაცემა გააკეთა
  • ყველაზე ასაკოვანი მოთამაშე, რომელმაც გაიტანა გოლი და საგოლე პასი მსოფლიო ჩემპიონატის პლეი-ოფში.
  • ყველაზე მეტ გოლში მიღებულ მონაწილეობა მსოფლიო ჩემპიონატზე - 21 (13 გოლი და 8 საგოლე გადაცემა)
  • მესი ერთადერთი მოთამაშეა, რომელმაც ორი ტურნირის საუკეთესო მოთამაშე ტიტული მოიგო – 2014 და 2022 წელს.
  • ის არის ყველაზე ხანდაზმული ფეხბურთელი, რომელმაც მუნდიალზე შვიდი გოლი გაიტანა.
  • ლეო იმ ხუთ მოთამაშეს შორის მოხვდა, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ხუთ მსოფლიო ჩემპიონატზე (კრიშტიანუ რონალდუ, ლოთარ მატაუსი, რაფაელ მარკესი, ანტონიო კარბახალი)
  • მას ყველაზე მუნდიალებზე ყველაზე მეტი (26) მატჩი აქვს ჩატარებული
  • ყველაზე მეტი გოლი მსოფლიო ჩემპიონატზე არგენტინელებს შორის - 13
  • ყველაზე მეტი ტურნირი მინიმუმ ერთი საგოლე გადაცემით - 2006, 2010, 2014, 2018, 2022
  • მესის მსოფლიოს ჩემპიონატზე ყველაზე მეტი წუთი აქვს ნათამაშები
  • პირველი მოთამაშე, რომელმაც გაიტანა მსოფლიო ჩემპიონატის ყველა ეტაპზე.

სხვა სტატიები