Belive

ოსიმენი ბაიერნში?! - გერმანული კლუბი ნიგერიელის ტრანსფერში ჩაერთო

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

გერმანულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, "ნაპოლის" 24 წლის ფორვარდით - ვიქტორ ოსიმენით, მიუნხენის "ბაიერნი" დაინტერესდა.

მოსალოდნელია, რომ ოსიმენი სეზონის ბოლოს სერია A-ს დატოვებს, მის ტრასფერში კი "მანჩესტერ იუნაიტედი", "ჩელსი" და არაერთი გრანდია ჩართული, ამ სიას კი დღეს მიუნხენის "ბაიერნი" შეუერთდა.

24 წლის ნიგერიელი მიმდინარე სეზონში ძალიან შთამბეჭდავად გამოიყურება. მის ანგარიშზე 29 მატჩში 25 გატანილი გოლია.

სავარაუდოდ, ოსიმენი ყველაზე მოთხოვნადი ფორვარდია დღევანდელ სატრანსფერო ბაზარზე. მის მიმართ დიდ ინტერესს გამოხატავს ლონდონის "ჩელსი", რომელმაც გასულ სატრანსფერო ფანჯარაზე 600 მილიონი ფუნტი დახარჯა.

ასევე საქმეშია "მანჩესტერი", რომელმაც გასულ სეზონში კლუბიდან კრიშტიანუ რონალდუ გაუშვა, დღეს კი ტიპიური ცენტრფორვარდი მხოლოდ ნიდერლანდელი - ვაუტ ვეგჰორსტი ჰყავს.

მიუნხენურ კლუბში კი ფიქრობენ, რომ კლუბიდან რობერტ ლევანდოვსკსი წასვლის შემდეგ, ცენტფორვარდი აკლიათ და ოსიმენი ამისთვის იდეალური ვარიანტია.

ასევე ცნობილია ის ფაქტი, რომ "ბაიერნი" ოსიმენში 100 მილიონს იხდის, თუმცა ნეაპოლური კლუბი, ნიგერიელი ფორვარდის 130 მილიონზე ნაკლებად გაყიდვას არ გეგმავს.

სხვა სტატიები