Belive

ყატარი გახდა პირველი მასპინძელი ნაკრები, რომელმაც პლეი-ოფში გასვლის შანსი პირველ 2 ტურში დაკარგა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

მსოფლიო ჩემპიონატის A ჯგუფის მეორე ტურის შეხვედრა ნიდერლანდებსა და ეკვადორს შორის ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა. შედეგად, ყატარის ნაკრებმა, რომელიც დღეს სენეგალთან დამარცხდა, მერვედფინალში გასვლის თეორიული შანსიც დაკარგა.

ყატარი გახდა პირველი მასპინძელი ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში, რომელიც ჯგუფში პირველი ორი ტურის შემდეგ ჩარჩა.

დღეს ფელიქს სანჩესის გუნდმა კიდევ ერთი ანტირეკორდი დაამყარა - აქამდე მასპინძელ ქვეყანას ჯგუფში ორი თამაში წაგებული არ ჰქონდა.

ბოლო, მე-3 ტურში, A ჯგუფიდან მერვედფინალში გასვლის შანსს ნიდერლანდები (4 ქულა), ეკვადორი (4 ქულა) და სენეგალი (3 ქულა) ინარჩუნებენ.

სხვა სტატიები