ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩზე იმუშავებენ
3 კვირის წინ
ფეხბურთი
1 წთ
უეფას ევროპა ლიგის შეხვედრას, რომელიც "ატლეტიკ ბილბაოსა" და "ელფსბორგს" შორის გაიმართება ქართველ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება.
მატჩის მთავარი მსაჯი გიორგი ყრუაშვილი იქნება, ასისტენტები ლევან ვარამიშვილი და ზაზა ფიფია. მეოთხე მსაჯი ირაკლი ხერხაძე იქნება, VAR-ის ოთახში კი ალეკო აფციაური იმუშავებს.
აღნიშნული შეხვედრა 28 ნოემბერს, ბილბაოში გაიმართება და თბილისის დროით 21:45 საათზე დაიწყება.