Belive

ქართველი ფეხბურთელების მეტოქეები ჩემპიონთა ლიგაზე

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

2024/2025 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგა განსხვავებული ფორმატით ჩატარდება. კარგად ნაცნობი ჯგუფური ეტაპი აღარ იარსებებს. 32-ის ნაცვლად, 36 გუნდი 4 სხვადასხვა კალათტაში კოეფიციენტების მიხედვით არის გადანაწილებული. თითო კალათაში 9 გუნდია, თუმცა ისინი ერთიანი, დიდი ლიგის ფორმატით ითამაშებენ და თითოეული გუნდი 8 შეხვედრას ჩაატარებს. ყველა გუნდი 4-ვე ჯგუფიდან 2 შემთხვევით შერჩეულ ოპონენტს შეხვდება - ერთს შინ, მეორეს კი სტუმრად.

ჩემპიონთა ლიგაზე მონაწილეობას 3 ქართველი ფეხბურთელი მიიღებს: გურამ კაშია (სლოვანი), ირაკლი აზაროვი (შახტარი) და ოთარ კიტეიშვილი (შტურმი). შახტარი მეორე კალათაში იყო მოთავსებული, სლოვანი და შტურმი კი მეოთხეში.

ირაკლი აზაროვისა და შახტარის გზა ასეთია: "ბაიერნი' (სახლში), "დორტმუნდი" (სტუმრად), "ატალანტა (სახლში) "არსენალი" (სტუმრად), "იანგ ბოისი" (სახლში), "პსვ" (სტუმრად), "ბრესტი" (სახლში), "ბოლონია" (სტუმრად).

გურამ კაშია და სლოვანი: "მანჩესტერ სიტი" (სახლი), "ბაიერნი" (სტუმრად), "მილანი" (სახლი), "ატლეტიკო" (სტუმრად), ზაგრების "დინამო" (სახლი), "სელტიკი" (სტუმრად), "შტუტგარტი" (სახლი), "ჟირონა" (სტუმრად).

ოთარ კიტეიშვილი და შტურმი: "ლაიპციგი" (სახლი), "დორტმუნდი" (სტუმრად), "ბრიუგე" (სახლი), "ატალანტა" (სტუმრად), "სპორტინგი" (სახლი), "ლილი" (სტუმრად), "ჟირონა" (სახლი), ბრესტი (სტუმრად).

სხვა სტატიები