Belive

ქართველი ფანებისთვის განკუთვნილი ყველა ბილეთი გაყიდულია

4 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის 1/8-ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა. ყველაფერი მას შემდეგ გადაწყდა, როცა "ჯვაროსნებმა" პორტუგალია 2:0 დაამარცხეს. ჩვენი გუნდის რიგებიდან მეტოქის დამწუხრება ხვიჩა კვარაცხელიამ და ჟორჟ მიქაუტაძემ შეძლეს.

1/8-ფინალში საქართველოს საკმაოდ ძლიერი მეტოქე ეყოლება, რომელიც ესპანეთია. და ფუენტეს გუნდმა ჯგუფში ყველა თამაში მოიგო და 9 ქულა დააგროვა. აღნიშნული მატჩი 30 ივნისს 23:00 საათზე არის ჩანიშნული.

აქვე იმასაც გეტყვით, რომ ქართველი ფანებისთვის გამოყოფილი 10, 000 ბილეთი სრულიად გაიყიდა.

სხვა სტატიები