ქართველები მეცში: 'მიქაუტაძის გაკეთებული საქმეების გაგრძელება გვინდა'
ფრანგულ მეცში, რომელიც მომავალ სეზონს ლიგა 1-ში გაატარებს, 2 ქართველი ფეხბურთელი ჩაირიცხა: გიორგი წიტაიშვილი და გიორგი აბუაშვილი. კლუბმა დღეს მათ მედიასთან შეხვედრა და ერთგვარი პრეზენტაცია მოუწყო. წარდგენას მეცის სპორტული დირექტორი ფრედრიკ არპინონი უძღვებოდა.
მეცის დაინტერესების შესახებ რომ გავიგე, აზრი ჟორჟს ვკითხე. მან მხოლოდ დადებითად დამიხასიათა ქალაქი, კლუბი და პერსონალი. ასევე ვესაუბრებოდი ხოლმე კვარასაც და მისგან ვიცი, რომ ჩემპიონატის დონე მაღალია. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ისეთ გუნდში მივსულიყავი, რომელსაც მომავლის ხედვა აქვს.
ჯერ მხოლოდ სავარჯიშო ბაზა და სასტუმრო ვნახე, ქალაქში არც გავსულვარ, თუმცა მოხიბლული ვარ სამწვრთნელო შტაბით, მათი მუშაობის სტილითა და ფეხბურთელებს შორის ოჯახური დამოკიდებულებით. - განაცხადა გიორგი წიტაიშვილმა
« J'ai hâte de découvrir le championnat français »
— FC Metz ☨ (@FCMetz) July 18, 2025
🎙️𝗚𝗶𝗼𝗿𝗴𝗶 𝗧𝘀𝗶𝘁𝗮𝗶𝘀𝗵𝘃𝗶𝗹𝗶 en conférence de presse. pic.twitter.com/jOxxV0Eopx
მიქაუტაძე აქ თამაშობდა და ძალიან კარგადაც, თუმცა ჩემს გადაწყვეტილებაზე გავლენა 'წიტას' გადმოსვლამ მოახდინა.
ძალიან კარგი კლუბია კარგი პროექტით, ამიტომ მოუთმენლად ველოდები სეზონის დაწყებას და თამაშის შესაძლებლობას. მინდა დავამტკიცოთ რომ აქ ყველაფერია კარგი ფეხბურთის სათამაშოდ.
მეცში გიორგი მიქაუტაძემ დიდი სახელი დატოვა და ჩვენც ვეცდებით, რომ იგივე გავაკეთოთ. - გიორგი აბუაშვილის კომენტარი
« Nous souhaitons poursuivre l'héritage de Georges Mikautadze »
— FC Metz ☨ (@FCMetz) July 18, 2025
🎙️𝗚𝗶𝗼𝗿𝗴𝗶 𝗔𝗯𝘂𝗮𝘀𝗵𝘃𝗶𝗹𝗶 en conférence de presse. pic.twitter.com/QhLWRSb9WF
სეზონის ოფიციალურ დაწყებამდე, მეცი 5 ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. 4 შემთხვევაში მეტოქეები ფრანგული კლუბები იქნებიან, ბოლოს კი, 9 ივლისს, მეცი გერმანულ ჰოფენჰაიმს დაუპირისპირდება.
მეცი სეზონს 17 ივლისს, ლიგა 1-ის შეხვედრით, სტრასბურთან მატჩით იწყებს.