Belive

ქართველი ფეხბურთელების შეფასებები ნიდერლანდებთან მატჩში

10 თვის წინ ფეხბურთი
2 წთ

საქართველოს 21 წლამდელთა ნაკრებმა ისტორია დაწერა! ისტორიაში პირველად ეროვნულმა საფეხბურთო გუნდმა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა.

რამაზ სვანაძის გაწვრთნილმა გუნდმა ნიდერლანდების წინააღმდეგ ფრე ითამაშა, რაც საკმარისი იყო, რომ საქართველოს მეოთხედფინალის საგზური გაენაღდებინა. აღსანიშნავია, რომ ჩვენი ნაკრები ჯგუფში აუთსაიდერად იყო შერაცხული, თუმცა, საქართველომ მოახერხა და პლეი-ოფში პირველი ადგილით გავიდა.

დღევანდელ შეხვედრაში მოედანზე ყველაზე გამორჩეული ზურიკო დავითაშვილი იყო, რომელმაც გოლის გატანაც შეძლო. Sofascore-ს მიხედვით ზურიკო ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო იყო და ყველაზე მაღალი - 7.9 შეფასებაც დაიმსახურა. საქართველოს რიგებში ასევე გამორჩეულნი იყვნენ საბა საზონოვი და ანზორ მექვაბიშვილიც, რომლებმაც შესაბამისად, 7.7 და 7.4 შეფასებები დაიმსახურეს.

აღსანიშნავია, რომ ნიდერლანდელმა ფეხბურთელებმა საკმაოდ დაბალი შეფასებები დაიმსახურეს. ყველა მაღალი ქულები (7.5) მათ რიგებში ტეილორმა და გრავენბერხმა მიიღეს.

ასეთი შეფასებები მიიღეს ქართველმა ფეხბურთელებმა დღევანდელ მატჩში:

გიორგი მამარდაშვილი - 6.7

გიორგი გოჩოლეიშვილი - 6.5

საბა საზონოვი - 7.7

ივა გელაშვილი - 6.5

ალექსანდრე კალანდაძე - 6.8

ირაკლი აზაროვი - 6.8

ანზორ მექვაბიშვილი - 7.4

ნოდარ ლომინაძე - 6.5

გიორგი წიტაიშვილი - 6.6

გიორგი გაგუა - 6.6

ზურიკო დავითაშვილი - 7.9

სხვა სტატიები