Belive

ქართული ფინალი პოლონეთის თასზე - ლეგიონერების მორიგი ტიტული 

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
პოლონეთში, სადაც საკმაოდ ბევრი ქართველი ლეგიონერი ასპარეზობს, ქვეყნის თასის გათამაშების ფინალიც ქართული შეგდება და მასში ერთმანეთს საქართველოს ნაკრების 3 ფეხბურთელი დაუპირისპირდება. ნიკა კვეკვესკირის "ლეხ პოზნანმა" "გრუდზიაზი" - 3:0 დაამარცხა და ფინალის საგზური მოიპოვა, სადაც ვაკო გვილიასა და 19-წლამდე ნაკრების კაპიტნის, ლუკა გაგნიძის "რაკოვს" შეხვდება, რომელმაც თავის მხრივ "ლეგიას" 1:0 აჯობა და გადამწყვეტ შეხვედრაში თამაშის უფლება მოიპოვა. პოლონეთის თასის ფინალი 2 მაისს, ვარშავაში შედგება და თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება. შესაძლოა, ქართული ფინალი უნგრეთის თასზეც შედგეს. ნახევარფინალურ ეტაპზე ბუდუ ზივზივაძის და გიორგი ბერიძის "უიპეშტი" და ლაშა დვალისა და გიორგი ხარაიშვილის "ფერენცვაროში" იმყოფებიან. აღნიშნული გათამაშების დასკვნითი მატჩი 11 მაისს გაიმართება.

სხვა სტატიები