"ქარიმი უკვე ასაკშია" - კარლო ანჩელოტი
"რეალ მადრიდის" მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ განაცხადა, რომ კლუბს სამომავლოდ თავდამსხმელის დამატება დასჭირდება, რადგან ქარიმ ბენზემა უკვე ასაკშია.
"კლუბის სამომავლო მიზანი თავდამსხმელის შეძენაა, რადგან ქარიმი უკვე ასაკშია. მაგრამ მისი და შემტევი ხაზის ფორმიდან გამომდინარე, ახლა ამაზე არ ვფიქრობთ. ქარიმს ჰქონდა ჩავარდნებიც, თუმცა მისი შეცვლა როდრიგომ და ვინისიუსმა არაჩვეულებრივად შეძლეს. - განაცხადა იტალიელმა სპეციალისტმა
Carlo Ancelotti: “In the future project for Real Madrid we have to sign a number nine”. 🚨⚪️ #RealMadrid
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) May 1, 2023
“I say this because Karim Benzema has an age — even though, of course he’s doing very well. We never had any kind of problem with that”. pic.twitter.com/EesaCesf5R
მადრიდელთა ცხრიანს მიმდინარე სეზონში, ყველა ტურნირზე, 37 მატჩი აქვს ჩატარებული და აქედან 29-ჯერ შეძლო მეტოქის კარის აღება. გარდა ამისა, ბენზემამ 6 საგოლე გადაცემის შესრულებაც შეძლო.
შეგახსენებთ, რომ "რეალს" წინ საკმაოდ მნიშვნელოვანი მატჩი ელის. ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში მადრიდელები "მანჩესტერ სიტის" დაუპირისპირდებიან. აღნიშნულ შეხვედრას "სანტიაგო ბერნაბეუ" უმასპინძლებს. მატჩი 9 მაისს 23:00 საათზე არის ჩანიშნული.