Belive

პსჟ-მ კავანის თაობაზე ატლეტიკოს შეთავაზება დაბლოკა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"პსჟს" თავდამსხმელს ედისონ კავანის მიმდინარე სეზონის ბოლოს კლუბთან კონტრაქტის ვადა ეწურება და თავისუფალი აგენტი ხდება. სოციალურ ქსელში ურუგვაელ თავდამსხმელს მადრიდის "ატლეტიკოს" უკავშირებენ. მიუხედავად იმისა, რომ "როხიბლანკოს" წინა ხაზში უამრავი კარგი ფეხბურთელი ჰყავს, გოლის გატანა მაინც ძალიან უჭირთ. აქედან გამომდინარე დღეს მადრიდელებმა ფრანგებს კავანის სანაცცვლოდ 10 მილიონი შესთავაზეს  პარიზელებმა ეს შეთავაზება უმალვე დაბლოკეს და კავანიში 30 მილიონი მოითხოვეს. "ატლეტიკო" არ აპირებს ხსენებული თანხის გადახდას და დიდი ალბათობით ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარას დაელოდება. ამ პერიოდისთვის კი ნაპოლის ყოფილი ფეხბურთელი თავისუფალი აგენტი იქნება და სიმეონეს გუნდს სრულიად უსასყიდლოდ შეუერთდება.

სხვა სტატიები