პრემიერლიგის კლუბები "არსენალი", "ლესტერი" და "ევერტონი" ახალგაზრდა ფრანგი თავდამსხმელის ოდსონ ედუარდის შეძენით არიან დაინტერესებული.
განსაკუთრებულ ინტერესს "მეთოფეები" იჩენენ, რომლებიც სეზონის ბოლოს პიერ-ემერიკ ობამეიანგის დაკარგვის საფრთხის ქვეშ არიან. გაბონელ ფორვარდს "ბარსელონა" და "მანჩესტერი" უმიზნებენ, ლონდონელებს კი შემცვლელი სჭირდებათ.
ოდსონ ედუარდი 22 წლის ფეხბურთელია, რომელმაც კარიერა "პსჟ-ში" დაიწყო და 2017 წლის ზაფხულიდან გლაზგოს "სელტიკში" ირიცხება. ამ სეზონში, ედუარდმა 45 მატჩში 27 გოლი გაიტანა და 19 საგოლე პასი გააკეთა.