პსჟ Vs მარსელი | პარიზული გუნდის სავარაუდო შემადგენლობა
12 საათის წინ
ფეხბურთი
1 წთ
კვირას, 8 თებერვალს, საფრანგეთის ლიგა 1-ის 21-ე ტურში, პარი სენ ჟერმენი მარსელს უმასპინძლებს.
რამდენიმე ვებგვერდმა მატჩის წინ პსჟ-ს სავარაუდო შემადგენლობა გამოაქვეყნა:
საფონოვი - პაჩო, ზაირ-ემერი, მარკინიოსი, მენდეში, ვიტინია, ჟოაუ ნევეში, მაიულუ, დუე, დემბელე, ბარკოლა.
პარიზულ კლუბს ტრავმის ხვიჩა კვარაცხელია, ფაბიან რუისი და კენტენ ნჯანტუ დააკლდებიან, დისკვალიფიკაციის გამო ვერ ითამაშებს ვერც აშრაფ ჰაკიმი, რომელმაც წინა ტურში, სტრასბურთან მატჩში, წითელი ბარათი მიიღო.
ლიგა 1-ის 20 ტურის შემდეგ, პსჟ 48 ქულით სატურნირო ცხრილის პირველ პოზიციაზეა და მეორეადგილოსან ლანსს 2 ქულით უსწრებს, მარსელი კი 39 ქულით მე-3 ადგილს იკავებს.