პსჟ Vs ინტერი | გუნდების სავარაუდო შემადგენლობები Uefa-ს ვერსიით
ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის კულმინაციამდე სულ 1 დღე დარჩა.
უეფას ვებგვერდმა ფინალური მატჩის წინ, პსჟ-სა და ინტერის სავარაუდო შემადგენლობები გამოაქვეყნა. დიდი ალბათობით, სიურპრიზები არცერთი გუნდის მთავარი მწვრთნელისგან არ არის მოსალოდნელი.
პარიზულ კლუბს ტრავმის გამო კიმპემბე ვერ დაეხმარება, ინტერის რიგებში კი საეჭვო ბისეკისა და ჟელინსკის თამაშია.
პსჟ-ის სავარაუდო შემადგენლობა Uefa.com-ის ვერსიით ასე გამოიყურება:
დონარუმა - მარკინიოსი, ჰაკიმი, პაჩო, ნუნო მენდეში, ჟოაო ნევეში, ფაბიან რუისი, ვიტინია, ბარკოლა, დემბელე, კვარაცხელია.
ინტერის სავარაუდო შემადგენლობა:
ზომერი - პავარი, აჩერბი, ბასტონი, დუმფრისი, ბარელა, ჩალჰანოღლუ, მხითარიანი, დიმარკო, ლაუტარო მარტინესი, ტურამი.
პსჟ-სა და ინტერის მატჩი ხვალ 23:00 საათზე დაიწყება. ფინალს მიუნხენის ბაიერნის სტადიონი, ალიანც არენა მასპინძლობს.