Belive

პსჟ საფრანგეთის თასის გამარჯვებულია

6 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

2025 წლის საფრანგეთის თასის გამარჯვებული პარი სენ-ჟერმენი გახდა. პარიზულმა გუნდმა რეიმსი 3:0 დაამარცხა. თავდაპირველად ხვიჩა კვარაცხელია ძირითად შემადგენლობაში მოიაზრებოდა, მაგრამ მატჩამდე რამდენიმე წუთით ადრე სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა და კვარამ სათადარიგო სკამზე გადაინაცვლა. როგორც შემდგომში გაირკვა ხვიჩას თავის ტკივილი აწუხებდა და სწორედ ეს იყო მიზეზი რატომაც არ უთამაშია.

RMC-ის ჟურნალისტმა, ფაბრის ჰოუკინსმა პირველი ტაიმის შემდეგ თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ სტადიონი დატოვა და სახლში დაბრუნდა, ფეხბურთელს კვლავ აწუხებდა თავის ტკივილი.

Geo Team-ის ინფორმაციით ამ დროისთვის კვარა თავს კარგად გრძნობს და ჩემპიონთა ლიგის ფინალში თამაში კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას.

მატჩის მიმდინარეობას რაც შეეხება, 16-ე და 19-ე წუთებზე ბრედლი ბარკოლამ დეზირე დუეს საგოლე გადაცემების შემდეგ დუბლი შეასრულა, შემდეგ კი 43-ე წუთზე თავად ბრედლიმ აშრაფ ჰაკიმის გაატანინა და საბოლოო ანგარიშიც დაფიქსირდა.

პარი სენ-ჟერმენში გადასვლის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიასთვის ეს რიგით მე-2 ტიტულია. წინ პარიზულ გუნდს უმნიშვნელოვანესი მატჩი ელის, ისინი ჩემპიონთა ლიგის ფინალში მილანის ინტერს დაუპირისპირდებიან, მატჩი 31 მაისს 23:00 საათზე გაიმართება.

სხვა სტატიები