მაგნეს აკლიუში პსჟ-ში 11-ნომრიანი მაისურით ითამაშებს
მაგნეს აკლიუში ოფიციალურად პარი სენ-ჟერმენის ფეხბურთელია
მაგნეს აკლიუში მონაკოდან ოფიციალურად შეუერთდა პარი სენ-ჟერმენს. ტრანსფერის ღირებულებამ, ბონუსების ჩათვლით, 50 მილიონი ევრო შეადგინა. საფრანგეთის ეროვნული ნაკრების წევრი, რომელიც 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზეც ასპარეზობდა, პსჟ-ს შემტევ ხაზს გააძლიერებს - განსაკუთრებით ამ ზაფხულს მოსალოდნელი რამდენიმე საკვანძო ფეხბურთელის წასვლის ფონზე. 24 წლის შემტევმა ნახევარმცველმა პარიზულ გრანდთან კონტრაქტი 2031 წლამდე გააფორმა და ახალ გუნდში 11-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს.
პსჟ-მ განსალუ რამოში უკვე გაყიდა მილანში, ხოლო ბრედლი ბარკოლა და იბრაჰიმ მბაიე სავარაუდო წამსვლელები არიან. აკლიუშთან ერთად, პსჟ კიდევ ერთი შემტევის დამატებას გეგმავს. ესპანური მედიის ცნობით, 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონმა, ფერან ტორესმა ბარსელონას დატოვება და პსჟ-ში გადასვლა გადაწყვიტა. ესპანელს კატალონიურ კლუბთან კონტრაქტი 2026/2027 წლების სეზონის ბოლოს ამოეწურება და ხელშეკრულების გაგრძელებას არ გეგმავს. გადაწყვეტილების მიღებაში უდიდესი როლი ითამაშა იმ ფაქტმა, რომ პარიზელთა მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკეა.
Maghnes Akliouche rejoint le Paris Saint-Germain ! ✍️
— Paris Saint-Germain (@PSG_inside) August 6, 2026
Le Paris Saint-Germain est heureux d’annoncer la signature de Maghnes Akliouche. Le milieu de terrain de 24 ans s’est engagé avec le Club jusqu’en 2031. ❤️💙
🗞️ https://t.co/c9gfDqJYhm pic.twitter.com/Ctz49riVkY