პსჟ პარიზის სტადიონზე საჩემპიონო თასს ვერ აღმართავს
პარი სენ ჟერმენი, რომელიც საფრანგეთის ჩემპიონი ახლახან მეთოთხმეტედ გახდა, თასს პარიზთან ბოლო ტურის მატჩში ვერ აღმართავს.
L'Équipe-ს ინფორმაციით, პროფესიონალური ფეხბურთის ლიგამ (LFP) პარიზს ღონისძიების ორგანიზების თხოვნით მიმართა, თუმცა კლუბისგან კატეგორიული უარი მიიღო.
პარიზმა, რომელიც სეზონის ამ დასკვნით მატჩში მასპინძლის სტატუსით ითამაშებს, შიდა ორგანიზაციული მიზეზების გამო ორგანიზაციის წინადადებაზე უარი თქვა.
როგორც L'Equipe წერს, პარიზული კლუბი, რომელსაც გეგმაში აქვს იმ ფეხბურთელების გაცილება, ვისაც კონტრაქტი უმთავრდება, და ასევე ფეიერვერკის მოწყობა, ამ იდეის მომხრე არ იყო.
გამომდინარე იქიდან, რომ პსჟ-ს 30 მაისს არსენალის წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის ფინალი აქვს სათამაშო, მათი კალენდარი გადატვირთულია და თასის ოფიციალური გადაცემისთვის ახალი თარიღი ჯერჯერობით არ დადგენილა.
პარიზისა და პსჟ-ს მატჩი კვირას, 17 მაისს, 23:00 საათზეა ჩანიშნული.
🚨 LES PARISIENS NE SOULÈVERONT PAS LA LIGUE 1 🇫🇷 CE WEEK-END ! ❌
— Actu Foot (@ActuFoot_) May 14, 2026
La LFP a confirmé que le PSG ne soulèvera pas son 14ème titre de champion dimanche soir face au Paris FC à Jean Bouin !
🗞️ @lequipe pic.twitter.com/zwCK1StZBw