პსჟ ოსიმენის ტრანსფერზე მუშაობს - პარიზელები ნაპოლის ფეხბურთელებს სთავაზობენ
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ,,ნაპოლის'' თავდამსხმელი, ვიქტორ ოსიმენი, ,,პარი სენ ჟერმენის'' ერთ-ერთი მთავარი სამიზნე იქნება. ინფორმაციას RMC Sport-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, პარიზული გუნდის საფეხბურთო მრჩეველი, ლუიშ კამპუში, ნიგერიელს უკვე რამდენიმეჯერ შეხვდა, რათა ,,პსჟ-ში'' გადასვლაში დაერწმუნებინა. როგორც, RMC Sport-ი წერს, თავად ფეხბურთელი ,,პარი სენ ჟერმენში'' გადასვლის წინააღმდეგი არ არის.
ნეაპოლელები ოსიმენის სანაცვლოდ მინიმუმ 100 მილიონი ევროს მიღებას გეგმავენ, თუმცა ფინანსური ფეარ-პლეის გამო, ,,პსჟ-ს'' ამ თანხის გადახდა არ შეუძლია. ამიტომ, გუნდი მზადაა, ტრანსფერში ორი არგენტინელი ფეხბურთელი, მაურო იკარდი და ლეანდრო პარედესი ჩართოს.
მიმდინარე სეზონში ოსიმენის ანგარიშზე ,,ნაპოლის” მაისურით ჩატარებულ 29 შეხვედრაში 25 გოლი და 5 საგოლე გადაცემაა.
🚨 Victor Osimhen is PSG's priority transfer target for this summer! 🇫🇷🇳🇬
— Transfer News Live (@DeadlineDayLive) March 31, 2023
Luis Campos has already met the player's entourage, who are not against the move.
(Source: @FabriceHawkins ) pic.twitter.com/icxBXGm4HA