შესაძლოა სანჩო პსჟ-ს იჯარით შეუერთდეს
ფრანგულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "პსჟ" ჯეიდონ სანჩოს დამატებას გეგმავს. როგორც იწერება, პარიზულმა კლუბმა პოტენციურ ტრანსფერთან დაკავშირებით მოლაპარაკებები უკვე დაიწყო. აღსანიშნავია, რომ თავად სანჩო "პსჟ-ში" გადაბარგებაზე თანახმაა. როგორც ფრანგული პრესა იტყობინება, პარიზელებს ჯეიდონის იჯარას+გამოსყიდვის უფლებით დამატება სურთ. თუმცა, ტრანსფერზე შეთანხმების მიღწევა გართულდება თუ "იუნაიტედი" გარემარბის სანაცვლოდ კვლავ €60 მილიონს მოითხოვს.
ფაბრიციო რომანოს თქმით, "პსჟ-ს" "მანჩესტერისთვის" ოფიციალური შეთავაზება ჯერ არ გაუგზავნია. ამავე წყაროზე დაყრდნობით, სხვა ვარიანტებიც არსებობს მაგრამ, გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული.
🚨🔴 Understand Jadon Sancho’s future remains open as things could still happen before the end of the summer window.
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) August 16, 2024
PSG spoke to player’s camp in July but no formal bid sent to Man Utd while clubs remain in contact for Ugarte.
There are also more options, NO decision made yet. pic.twitter.com/3EDHDyGIHW
2023/2024 წლის სეზონში ჯეიდონ სანჩომ სულ რაღაც 24 მატჩი ჩაატარა და 3 გოლთან ერთად, 3 საგოლე გადაცემით გამოირჩა.
აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ სანჩოს "მანჩესტერის" მწვრთნელთან ერიკ ტენ ჰაგთან არც ისე კარგი ურთიერთობა აქვს. ნიდერლანდელ სპეციალისტთან დაპირისპირების გამო ჯეიდონს კლუბიდან დროებით წასვლაც კი მოუწია.