Belive

პსჟ ნეიმარის გაყიდვას აპირებს

11 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,პარი სენ ჟერმენს'' ზაფხულში რამდენიმე ფეხბურთელს გაყიდვა სურს, რომელთა შორის ნეიმარიცაა. ინფორმაციას RMC Sport-ი ავრცელებს.

გუნდიდან წამსვლელთა კანდიდატებს შორის, ბრაზილიელის გარდა, მაურო იკარდი, უგო ეკიტიკე, კარლოს სოლერი და რენატუ სანჩესიც არიან.

ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელებიდან ,,პსჟ'', ასევე, მარკო ვერატისა და აშრაფ ჰაკიმის გაყიდვასაც გეგმავს.

პარიზელებს ნეიმარის გაყიდვა გასულ ზაფხულსაც სურდათ, თუმცა კლუბმა მაშინ სარფიანი შეთავაზება ვერ მიიღო.

31 წლის ბრაზილიელმა გასულ სეზონში ,,პარი სენ ჟერმენის'' მაისურით ჩატარებულ 29 შეხვედრაში 18 გოლი გაიტანა და 17 საგოლე გადაცემა მიითვალა.

სხვა სტატიები