კრიშტიანუ რონალდუმ ყოფილი თანაგუნდელების საუკეთესო XI-ეული დაასახელა
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ლეგენდარულმა ფეხბურთელმა - კრიშტიანუ რონალდუმ, ყოფილი თანაგუნდელების საუკეთესო XI-ეული დაასახელა.
შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუს სხვადასხვა წლებში, შემდეგ გუნდებში უთამაშია: "სპორტინგი", "მანჩესტერ იუნაიტედი", მადრიდის "რეალი", "იუვენტუსი", ახლა კი "ალ ნასრის" ღირსებას იცავს.
კრიშტიანუ რონალდუს მოსაზრებით, მისი ყოფილი თანაგუნდელებისგან დაკომპლექტებული საუკეთესო XI-ეული შემდეგნაირია.
მეკარე: იკერ კასილასი
მცველები: სერხიო რამოსი, რიო ფერდინანდი, ჯორჯო კიელინი, მარსელო.
ნახევარმცველები: პოლ სქოულზი, ტონი კროოსი, ლუკა მოდრიჩი.
თავდამსხმელები: გარეთ ბეილი, უეინ რუნი, კარიმ ბენზემა.