პსჟ-მა ოსიმენისთვის 120 მილიონი ევრო გაამზადა
საინფორმაციო სააგენტოს Il Mattino-ს ცნობით, პარიზული კლუბი მზადაა, "ნაპოლის" ფორვარდისთვის 120 მილიონი ევრო გადაიხადოს.
ოსიმენს 4-წლიანი კონტრაქტი შესთავაზეს, რაც წელიწადში დაახლოებით 13 მილიონი ევროს ანაზღაურებას ითვალისწინებს. კონტრაქტში აღნიშნულია ისიც, რომ საიმიჯო უფლებებისა და სპონსორობის ხელშეკრულებებიდან მიღებული შემოსავლის 100% ფეხბურთელის საკუთრება იქნება.
იტალიური გამოცემა წერს, რომ კლუბის პრეზიდენტებს, აურელიო დე ლაურენტისსა და ნასერ ალ-ხელაიფს შორის კარგი ურთიერთობა ჩამოყალიბდა, რაც გარიგებაზე შეთანხმებისას პრობლემებს ორივე მხარეს აარიდებს. თავის მხრივ, ოსიმენი "პსჟ"-ში გადასვლას პრიორიტეტულ ვარიანტად მიიჩნევს.
ვიქტორი ნაპოლისთან ერთად სერია A-ს მოქმედი გამარჯვებული და წინა სეზონის საუკეთესო ბომბარდირია. მიმდინარე სეზონში კი ოსიმენმა სერია A-ში, ნაპოლის შემადგენლობაში, 19 მატჩში 12 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.