Belive

ოფიციალურად | მიუნხენური კარიერის დასასრული - გორეცკა ბაიერნს ზაფხულში დატოვებს

2 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

30 წლის გერმანელი ნახევარმცველი - ლეონ გორეცკა, მიუნხენის ბაიერნს სეზონის ბოლოს ოფიციალურად დატოვებს, ამის შესახებ ინფორმაცია თავად ფეხბურთელმა და მიუნხენურმა გრანდმაც დაადასტურა.

გერმანელ ნახევარმცველს კლუბთან კონტრაქტი ზაფხულში, კერძოდ კი ივნისის ბოლოს უმთავრდება და ახალ კონტრაქტს აღარ გააფორმებს, ვინაიდან და რადგანაც მან კლუბის დატოვება გადაწყვიტა.

ამ ფაქტის შესახებ, თავად გერმანელმა ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც გულშემატკივრებს აცნობა, რომ სეზონის ბოლოს კლუბს დატოვებს.

ჯერჯერობით უცნობია, თუ სად გააგრძელებს კარიერას 30 წლის ნახევარმცველი, თუმცა ყველაზე აქტიურად პრემიერ ლიგურ და სერია A-ს კლუბებზე იწერება, კერძოდ ტოტენჰემსა და ნაპოლიზე. ასევე მის ტრანსფერზე ნადირობა დაიწყო თურქულმა გალათასარაიმაც, თუმცა ნაადრევად რაიმეს ვარაუდი ძალიან რთულია...

ლეონ გორეცკა ბაიერნში 2018 წლიდან ირიცხება, რა პერიოდშიც 292 თამაში ჩაატარა, სადაც 47 გოლის გატანა და 48 საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო.

მან 'რეკორდმაისტერთან' ერთად ბუნდესლიგა 6-ჯერ, გერმანიის სუპერ თასი 3-ჯერ, გერმანიის თასი 2-ჯერ, ჩემპიონთა ლიგა და უეფას სუპერ თასი მოიგო.

სხვა სტატიები