Belive

,,პსჟ კილიან სენ ჟერმენი არ არის'' - მბაპემ კლუბის სარეკლამო ვიდეო გააკრიტიკა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,პარი სენ ჟერმენის'' თავდამსხმელი, კილიან მბაპე მისი გუნდის 2023-2024 წლების სეზონის ბილეთების სარეკლამო კამპანიას გამოეხმაურა. პარიზული კლუბის მიერ გავრცელებული ვიდეო თითქმის მთლიანად კილიანზე იყო ფოკუსირებული, რაც, როგორც ჩანს, ფეხბურთელს არ მოეწონა:

,,ვიდეოში მონაწილეობა მივიღე, თუმცა ინტერვიუს შინაარსის შესახებ ინფორმირებული არ ვყოფილვარ. ეს უფრო ჩვეულებრივ საუვარს ჰგავდა, ვიდრე მარკეტინგულ რეკლამას. სწორედ ამიტომ ვიბრძვი ინდივიდუალური იმიჯის უფლებებისთვის. პსჟ დიდი კლუბია და დიდი ოჯახია, მაგრამ ეს ,,კილიან სენ ჟერმენი'' არ არის,'' - დაწერა მბაპემ სოციალურ ქსელში.

მბაპეს კრიტიკას რეაგირების გარეშე არ ჩაუვლია - ,,პარი სენ ჟერმენმა'' იუთუბ-არხიდან დღეს გამოქვეყნებული ვიდეო წაშალა.

მიმდინარე სეზონში კილიანის ანგარიშზე ,,პსჟ-ს'' მაისურით ჩატარებულ 34 მატჩში 31 გოლი და 8 საგოლე გადაცემაა.

სხვა სტატიები