Belive

პსჟ-ის პრეზიდენტი: ,,თითქმის გამოვვარდით ტურნირიდან, რომელშიც თამაში ასე ძალიან გვიყვარს''

1 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,პარი სენ ჟერმენის'' პრეზიდენტმა, ნასერ ალ-ხელაიფიმ, ,,შტუტგარტთან'' გამარჯვების შემდეგ განაცხადა, რომ მისი გუნდის წარმატებაში დარწმუნებული იყო:

,,მომდევნო ეტაპზე გასვლით ძალიან კმაყოფილი ვარ, რადგან ეს მარტივი არ ყოფილა. სულ 4 ქულა გვქონდა და 3 მატჩი იყო დარჩენილი, თითქმის გამოვვარდით ტურნირიდან, რომელშიც თამაში ასე ძალიან გვიყვარს. თუმცა, პლეი-ოფში ვართ და ეს ჩვენთვის შესანიშნავი შედეგია. ყოველთვის გვჯერა ჩვენი პროექტისა და მიზნების, მე კი ყოველთვის ვენდობოდი ჩემს ფეხბურთელებსა და მწვრთნელს და დარწმუნებული ვიყავი, რომ გასვლას შევძლებდით.

გულშემატკივრების მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. იმედი მაქვს, რომ კიდევ უფრო შორს წავალთ. ფრანგულ გუნდს ვეთამაშებით და ამ მატჩისთვის მზად ვიქნებით!'' - ნასერ ალ-ხელაიფი

ჩემპიონთა ლიგის ბოლო ტურში ,,პარი სენ ჟერმენმა'' ,,შტუტგარტს'' 4:1 მოუგო და პლეი-ინში თამაშის უფლება მოიპოვა.

ლუის ენრიკეს გუნდმა ლიგის ფაზაში მე-15 ადგილი დაიკავა, რაც იმას ნიშნავს, რომ მომდევნო ეტაპზე მისი სავარაუდო მეტოქეები მე-17 პოზიციაზე გასული ,,მონაკო'' ან მე-18 ადგილზე გასული ,,ბრესტი'' იქნებიან.

უკვე ისიც ცნობილია, რომ მერვედფინალში გასვლის შემთხვევაში, პარიზული კლუბი ,,ლივერპულს'' ან ,,ბარსელონას'' დაუპირისპირდება.

სხვა სტატიები