Belive

პსჟ კილიან მბაპეს 150 მილიონ ევროდ აფასებს

11 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,პარი სენ ჟერმენი'' კილიან მბაპეს ტრანსფერში 150 მილიონი ევროს მიღებას გეგმავს. ინფორმაციას ESPN-ი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, პარიზში ფეხბურთელის ამ ზაფხულშივე გაყიდვის შესაძლებლობას განიხილავენ, რათა კილიანმა მომავალ წელს გუნდი, თავისუფალი აგენტის სტატუსით, უფასოდ არ დატოვოს.

გუშინ ფრანგულ მედიაში დაიწერა, რომ მბაპემ ,,პსჟ-ს'' კონტრაქტის 2025 წლამდე გახანგრძლივებაზე უარი უთხრა, თუმცა დღეს ფეხბურთელმა გავრცელებული ინფორმაცია თავად უარყო.

გასულ სეზონში კილიანმა ,,პარი სენ ჟერმენის'' მაისურით ჩატარებულ 43 შეხვედრაში 41 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა მიითვალა.

სხვა სტატიები