,,ბარსელონას გულშემატკივრები რეალის ახალგაზრდებზე არაფერს ამბობენ'' - იამალის მამამ მადრიდული გუნდის ფანებს მიმართა
7 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
კატალონიის ,,ბარსელონას'' შემტევის, ლამინე იამალის მამამ, მუნირ ნასრაუიმ, მადრიდის ,,რეალის'' გულშემატკივრებს მოუწოდა, რომ მისი შვილის შეურაცხყოფისგან თავი შეიკავონ:
,,იამალი არა მხოლოდ ბარსელონას, არამედ ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელიცაა. გაუმარჯოს ბარსას! გაუმარჯოს ესპანეთს!
განურჩევლად იმისა თუ სად თამაშობს, ჩვენ უნდა ვიამაყოთ 17 წლის ბიჭით, რომელმაც ბარსელონას შემადგენლობაში უკვე 100 შეხვედრა ჩაატარა.
ცუდად ვგრძნობ თავს მაშინ, როცა ხალხი მასზე ცუდად საუბრობს. ბარსელონას გულშემატკივრები რეალის ახალგაზრდებზე არაფერს ამბობენ.'' - მუნირ ნასრაუი
მიმდინარე სეზონში ლამინე იამალის ანგარიშზე ,,ბარსელონას'' მაისურით ჩატარებულ 49 შეხვედრაში 15 გოლი და 24 საგოლე გადაცემაა.