Belive

პსჟ იამალისთვის 200 მილიონ ევროს ამზადებს

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

Marca-ს ცნობით, პარიზული კლუბი კილიან მბაპეს შემცვლელად ბარსელონას გარემარბის შეძენით არის დაინტერესებული. "პსჟ" მზადაა 16 წლის ფეხბურთელისთვის "ბარსელონას" 200 მილიონი ევრო შესთავაზოს. შეგახსენებთ, რომ ნეიმარი პსჟ-მა 222 მილიონ ევროდ შეიძინა, რაც დღემდე რეკორდია.

აგენტმა ხორხე მენდეშმა ბარსელონას პრეზიდენტს, ჟოან ლაპორტას აცნობა პსჟ-ს იამალის მიმართ ინტერესისა და თანხის ოდენობის შესახებ. "ბლაუგრანას" ხელმძღვანელობამ უკვე იცოდა, რომ ფრანგები ფეხბურთელს აკვირდებოდნენ, მაგრამ განაცხადეს, რომ იამალი არ იყიდება.

აღსანიშნავია, რომ ბარსა ლამინს ლიონელ მესის შემდეგ, საკლუბო აკადემიის საუკეთესო კურსდამთავრებულად მიიჩნევს.

ლა ლიგის მიმდინარე სეზონში იამალმა 27 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.

სხვა სტატიები