Belive

ლამინ იამალმა ჩემპიონთა ლიგის რეკორდი დაამყარა

8 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

უეფას ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში, "ბარსელონამ" "პარი სენ-ჟერმენი" სტუმრად (3:2) დაამარცხა.

ესპანური გუნდის ძირითად შემადგენლობაში ლამინ იამალმა ითამაშა, რომელმაც აღნიშნული ტურნირის რეკორდის დამყარება მოახერხა. კონკრეტულად, საქმე ისაა, რომ 16 წლის ფეხბურთელი უეფას ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ტურნირის მეოთხედფინალურ ეტაპზე ითამაშა.

აქამდე რეკორდის მფლობელი ფრანგი ფეხბურთელი, რაიან შერკი გახლდათ, რომელმაც 2020 წელს, 17 წლისა და 2 დღის ასაკში "ლიონის" შემადგენლობაში ითამაშა.

ლამინ იამალმა მიმდინარე სეზონში "ბარსელონას" მაისურით 41 მატჩში ითამაშა, 6 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა გააკეთა.

"ბარსელონასა" და "პსჟ-ს" საპასუხო მატჩი კატალონიაში 16 აპრილს გაიმართება და თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები