Belive

პსჟ იამალის სანაცვლოდ რეკორდულ თანხას იხდიდა - ბარსელონამ ლამინეს გაყიდვაზე უარი თქვა

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,პარი სენ ჟერმენი'' ,,ბარსელონას'' შემტევის, ლამინე იამალის ყიდვას აქტიურად ცდილობდა. ინფორმაციას ესპანური EFE ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, პარიზულმა გუნდმა კატალონიელებს ფეხბურთელის სანაცვლოდ 250 მილიონი ევრო შესთავაზა, თუმცა ,,ბლაუგრანასგან'' პასუხად უარი მიიღო.

ტრანსფერის შემთხვევაში, 16 წლის გარემარბი ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშე გახდებოდა.

იამალმა 2023-2024 წლების სეზონში ,,ბარსელონას'' მაისურით ჩატარებულ 50 შეხვედრაში 7 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა მიითვალა.

სხვა სტატიები