Belive

პროტესტის გამოხატვის გამო, ირანის პლაჟის ფეხბურთის ნაკრების ყველა წევრი დააკავეს

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

ირანის სახელმწიფო ძალების წარმომადგენლებმა, პლაჟის საფეხბურთო ნაკრების ყველა მოთამაშე დააკავეს. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც სპორტსმენებმა ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციების მიმართ მხარდაჭერა გამოხატეს.

ირანმა საემიროების საკონტინენტთაშორისო პლაჟის ფეხბურთის თასი მოიგო, სადაც ფინალში ბრაზილია დაამარცხა. თუმცა, მატჩის მიმდინარეობისას კიდევ ბევრი საინტერესო რამ მოხდა.

შეხვედრის დაწყებამდე ირანელმა ფეხბურთელებმა, პროტესტის ნიშნად, ჰიმნი არ შეასრულეს.

გამარჯვების გოლის გატანის შემდეგ, ირანელმა ფეხბურთელმა თმის მოჭრის იმიტირება მოახდინა, რითაც მხარდაჭერა გამოუცხადა მომიტინგე ქალებს. ამ ქმედებების შემდეგ, სამხედროებმა მთელი გუნდი დააკავეს და ფეხბურთელების ოჯახებს მათთან შეხვედრის უფლებაც არ მისცეს.

მათმა პოზიციამ, დიდი მოწონება დაიმსახურა საფეხბურთო საზოგადოებისგან, თუმცა ირანის ოფიციალურ პირებს ეს აშკარად არ მოეწონათ. ირანის ფეხბურთის ფედერაციის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია:

„ისინი არიან ადამიანები, რომლებიც არ იცავენ პროფესიულ და სპორტულ ეთიკას. ირანის ისლამური რესპუბლიკის რეგულაციების, ოლიმპიური ეთიკის კოდექსისა და ფიფას წესების მიხედვით, სპორტულ მოედნებზე პოლიტიკური ქცევა თავიდან უნდა იქნას აცილებული“.

გავრცელებული ინფორმაციით, შინ დაბრუნებული მოთამაშეები, მათი ნების საწინააღმდეგოდ, უცნობ ადგილას 15-ზე მეტმა ფორმაში ჩაცმულმა მამაკაცმა წაიყვანა.

სხვა სტატიები