Belive

ალბანეთის ნაკრებს ჩვენთან შეხვედრაში კაპიტანი არ ეყოლება

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ალბანეთის ნაკრების კაპიტანი, ბერატ ჯიმშიტი, ტრავმის გამო, უეფას ერთა ლიგის მომდევნო შეხვედრებში თავის გუნდს ვერ დაეხმარება.

ცენტრალურმა მცველმა, ჩემპიონთა ლიგის მატჩში, დონეცკის "შახტარსა" და "ატალანტას" შორის, ტრავმა მიიღო და პირველი ტაიმის დასრულების შემდეგ მოედანზე აღარ დაბრუნებულა. ჯიმშიტი ატალანტასთან ერთად სერია A-ს შეხვედრაშიც არ იყო "ჯენოასთან". ალბანეთის ნაკრების სამედიცინო პერსონალი ატალანტასთან მუდმივ კომუნიკაციაში იყო და გადაწყდა, რომ ჯიმშიტი არ გარისკავს, რათა მალე გამოჯანმრთელდეს და მოედანს რაც შეიძლება სწრაფად დაუბრუნდეს. 31 წლის მცველი არ იქნება ჩეხეთთან და საქართველოსთან გასამართ შეხვედრებში.

სხვა სტატიები