Belive

"პრობლემა ჩემში არ ყოფილა" - მიკელ არტეტამ ობამეიანგს უპასუხა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ლონდონის "არსენალის" მთავარმა მწვრთნელმა, მიკელ არტეტამ გუნდის ყოფილი თავდამსხმელის, პიერ-ემერიკ ობამეიანგის წასვლის მიზეზებზე ისაუბრა და თქვა, რომ გაბონელი თავდამსხმელის მიერ გაკეთებული განცხადება, სადაც იგი "მეთოფეების" დატოვების მთავარ მიზეზად ესპანელ სპეციალისტთან კონფლიქტს ასახელებდა, სიმართლეს არ შეესაბამებოდა.​
"უაღრესად მადლობელი ვარ იმისთვის, რაც ობამ გააკეთა "არსენალისთვის" და მისი წვლილის გამო. ის, რასაც მე ვფიქრობ, ჩემს როლზე ამ ურთიერთობაში, იყო გამოსავალი და არა პრობლემა. ეს მისი აზრია, ეს არის ის, რაც მან თქვა და პატივი უნდა ვცეთ", - თქვა არტეტამ. "ამჟამად გუნდის კაპიტანი ალექსანდერ ლაკაზეტია. დიახ, ეს მართალია, მაგრამ ჩვენ გვყავს სხვა მოთამაშეებიც და გვჯერა, რომ გვაქვს სხვადასხვა თვისებების ნაკრები, რომელიც ჩვენი მიზნების მიღწევაში დაგვეხმარება", - დასძინა 39 წლის სპეციალისტმა.
32 წლის გაბონელმა ფორვარდმა ლონდონური კლუბი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა და "ბარსელონასთან" 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. მისი დებიუტი კატალონიური გრანდის მაისურით მადრიდის "ატლეტიკოს" წინააღმდეგ - 4:2 მოგებულ შეხვედრაში შედგა, რომელშიც მოედანზე 29 წუთი გაატარა.  

სხვა სტატიები