გიუნდოგანი: "ბარსელონაში ხავის, ინიესტასა და ბუსკეტსის გამო გადმოვედი..."
9 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
გერმანიის ეროვნული ნაკრებისა და "ბარსელონას" 33 წლის ნახევარმცველმა - ილქაი გიუნდოგანმა დაასახელა მიზეზი, თუ რატომ მიიღო "ბარსელონაში" გადასვლის გადაწყვეტილება.
როგორც გერმანელი ფეხბურთელი ამბობს, კატალონიურ გრანდში გადასვლის მთავარი მიზეზი ლეგენდარული ხავი, ინიესტა და ბუსკეტსის ტრიო იყო.
"საინტერესო კითხვაა, თუ რატომ გადმოვედი ბარსელონაში. ძალიან მიყვარს ამ თემაზე საუბარი, ეს ერთ-ერთი ჩემი საყვარელი თემაა.
რომ არ მოგატყუოთ, პირველ რიგში აქ გადმოსვლის მთავარი მიზეზი ხავი, ინიესტასა და ბუსკეტსის ტრიო იყო. ზოგადად ის ბარსელონა იყო ყველაზე ძლიერი გუნდი, რომელსაც ფეხბურთი უთამაშია.
იმ გუნდს ვერც მაშინ და ვერც ვერასდროს, ვერავინ ვერ მოუგებდა. მაგ გუნდის სიძლიერის მთავარი მიზეზი კი სწორედ ეს ნახევარდაცვის ტრიო იყო. მინდოდა შემეგრძნო ეს ყველაფერი, თანაც ხავი ჩვენი მწვრთნელია.
ინიესტა ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ნახევარმცველია, ბუსკეტსზე კი შემიძლია მხოლოდ და მხოლოდ დადებითი ვისაუბრო. მან ნახევარდაცვას ახალი სტილი შესძინა და მსოფლიო ფეხბურთი შეცვალა..." - ილქაი გიუნდოგანი
შეგახსენებთ, რომ ილქაი გიუნდოგანი "ბარსელონაში" 2023/2024 წლების სეზონის სატრანსფერო ფანჯარაზე გადავიდა. მან 38 მატჩი ჩაატარა, სადაც 5 გოლის გატანა და 10 საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო.