Belive

პრეზიდენტი, მწვრთნელი და ფეხბურთელი - ზლატანის ამბიციური განაცხადი

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
კორონავირუსის პანდემიის გამო შეჩერებული სერია ა-ს განახლების შემდეგ, "მილანი" ბრწყინვალე ფორმაში იმყოფება. ჩემპიონატის განახლების შემდეგ, ჩატარებული 5-მატჩიდან, "როსონერიმ" 4 მოიგო და 1 ფრედ დაასრულა. "რომასა" და "ლაციოს" დამარცხების კვალდაკვალ, "მილანმა" ყველაზე გახმაურებული გამარჯვება "იუვენტუსის" წინააღმდეგ მოიპოვა - დრამატული ქამბექის შედეგად, "მილანმა" "იუვენტუსი" 4:2 დაამარცხა. სერია ა-ს დასრულებამდე 7 ტურით ადრე, "როსონერი" 49 ქულით მე-5 პოზიციაზე იმყოფება. "ბიანკონერისთან" მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა მორიგი ამბიციური განცხადება გააკეთა. ზლატანის მტკიცებით, იგი "მილანის" პრეზიდენტი, მწვრთნელი და ფეხბურთელია და იმ შემთხვევაში თუ მილანელები მას სეზონის დაწყების წინ გაიფორმებდნენ, სკუდეტოს მოგებას შეძლებდნენ. "სეზონის დასაწყისიდანვე, რომ აქ ვყოფილიყავი "მილანი" სკუდეტოს მოიგებდა. მე ვარ პრეზიდენტი, მწვრთნელი და ფეხბურთელი, მაგრამ ისინი მიხდიან როგორც მხოლოდ მოთამაშეს", - აღნიშნა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა.

სხვა სტატიები