პრემიერლიგის წლის მთავარი იმედგაცრუებები ESPN-ის ვერსიით
11 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ESPN-მა პრემიერლიგის იმ ფეხბურთელებისგან შემდგარი სიმბოლური თერთმეტეული დაასახელა, რომლებმაც, შეიძლება ითქვას, რომ 2023 წელი ჩააგდეს.
გუნდში ყველაზე მეტი 4-4 ფეხბურთელი ,,ჩელსიდან'' და ,,მანჩესტერ იუნაიტედიდანაა'', 2 - ,,მანჩესტერ სიტიდან'', 1 კი - ,,ტოტენჰემიდან''.
სიმბოლური თერთმეტეული ასე გამოიყურება:
მეკარე - ანდრე ონანა
მცველები - რის ჯეიმსი, ერიკ დაიერი, იოშკო გვარდიოლი, მარკ კუკურელია
ნახევარმცველები - ენცო ფერნანდესი, კელვინ ფილიპსი, მეისონ მაუნტი
თავდამსხმელები - ანტონი, მიხაილო მუდრიკი, მარკუს რაშფორდი
პრემიერლიგის 19 ტურის შემდეგ, პირველ ადგილს 42 ქულით ,,ლივერპული'' იკავებს, რომელიც მეორეადგილოსან ,,არსენალს'' 2 ქულით უსწრებს (ლონდონელთა ანგარიშზე ერთით ნაკლები მატჩია).