ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ, პრემიერლიგის თვის საუკეთესო ფეხბურთელი გამოავლინა. ინგლისის პრემიერლიგის თვის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტული, "ტოტენჰემის" ბრაზილიელმა შემტევმა, ლუკას მოურამ მოიპოვა. მიმდინარე სეზონში, "ტოტენჰემის" მაისური მოურამ 4 შეხვედრაში მოირგო და სამი გოლის გატანა შეძლო.