Belive

პრემიერლიგის სეზონის საუკეთესო მოთამაშის წოდებისთვის 7 ფეხბურთელი იბრძოლებს

11 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

პრემიერლიგამ ის შვიდი ფეხბურთელი დაასახელა, რომლებიც სეზონის საუკეთესო მოთამაშის წოდებისთვის იბრძოლებენ.

ნომინანტთა შორის კევინ დე ბრუინე, ერლინგ ჰოლანდი (მანჩესტერ სიტი), ჰარი კეინი (ტოტენჰემი), მარტინ ოდეგორი (არსენალი), ბუკაიო საკა (არსენალი), მარკუს რაშფორდი (მანჩესტერ იუნაიტედი) და კირან ტრიპიერი (ნიუკასლი) არიან.

გამარჯვებულს, რომლის ვინაობაც 27 მაისს გახდება ცნობილი, გულშემატკივრები და საფეხბურთო ექსპერტები გამოავლენენ.

პრემიერლიგის დასრულებამდე 3 ტურით ადრე, პირველ ადგილს ,,მანჩესტერ სიტი'' იკავებს. გვარდიოლას გუნდს ჩემპიონობის გასაფორმებლად 1 მოგება სჭირდება.

სხვა სტატიები