პრემიერლიგის ახალი რეკორდი | ჩელსი ბილეთს 5000 ფუნტად ყიდის
ლონდონის "ჩელსი" პრემიერლიგის ისტორიას ცვლის. არისტოკრატები, ტურნირის არსებობის ისტორიაში, ყველაზე ძვირადღირებულ ბილეთს გაყიდიან. საქმე ეხება "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ აპრილში, "სტემფორდ ბრიჯზე" გასამართ შეხვედრას.
ჩელსის მმართველის, ტომ ბოელის გადაწყვეტილება ლონდონელი ფანებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა და აღშფოთება გამოიწვია, რადგან უნიკალური ბილეთის ფასი 5000 ფუნტი იქნება - ყველაზე ძვირი პრემიელიგის არსებობის ისტორიაში. ბილეთის ღირებულება ჩელსის "Dugout Club"-ის ნაწილია, პრემიუმ სტუმართმოყვარეობის პაკეტი, რომელიც მისულ მაყურებელს მდიდრულ სავარძელს ჰპირდება, ადგილი კი ზუსტად მაურისიო პოჩეტინოს ზურგს უკან იქნება. ბილეთების მფლობელებს ასევე ექნებათ შესაძლებლობა, შეხვდნენ მოთამაშეებს სტემფორდ ბრიჯზე მისვლისთანავე და დატკბნენ ექსკლუზიური სტუმართმოყვარეობით თამაშის დაწყებამდე და მის შემდეგ.
აქამდე ყველაზე ძვირიანი ბილეთი "მანჩესტერ სიტის" ჰქონდა გაყიდული - 4200 ფუნტად (ავტოგრაფიანი პაკეტი), ხოლო "ვესტ ჰემი" 4000 ფუნტად გვთავაზობს ბილეთს, რომელიც ლონდონის ცაზე ვერტმფრენით გასერინებასაც მოიცავს.
5000 ფუნტი არის საგანგაშო თანხა, რომელიც სრულიად მიუწვდომელია საშუალო სტატისტიკური ფეხბურთის მხარდამჭერისთვის, ცუდია, რომ სათადარიგოთა სკამის უკან ადგილებს გავლენიანი ადამიანები და "კორპორატიული სტუმრები" დაიკავებენ - განუცხადა Telegraph-ს "ჩელსის მხარდამჭერების" თავმჯდომარემ, დომ როსომ
ჩელსისა და მანჩესტერ იუნაიტედის შეხვედრა სტემფორდ ბრიჯზე 3 აპრილს არის დაგეგმილი, მანამდე ჩელსის ლიგის თასის ფინალი აქვს სათამაშო "ლივერპულთან", "ლიდსთან" FA CUP-ის ეგიდით ითამაშებს, პრემიერლიგაში კი 4 შეხვედრა ელოდება.