პრემიერლიგის 21-ე საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელი Goal-ის ვერსიით
1 დღის წინ
ფეხბურთი
1 წთ
Goal.com-მა პრემიერლიგის 21-ე საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელად საფრანგეთის ეროვნული ნაკრებისა და ლონდონის არსენალის ყოფილი თავდამსხმელი, ტიერი ანრი დაასახელა:
,,შესაძლოა, სიის დანარჩენი წევრების შერჩევა რთული იყო, მაგრამ იმაზე, თუ ვინ დაიკავებდა პირველ ადგილს, შეკითხვები არ ყოფილა. ანრი მხოლოდ 21-ე საუკუნის საუკეთესო პრემიერლიგელი კი არა, საუკეთესო ფეხბურთელია მათ შორის, რომელიც ამ ლიგას ოდესმე უნახავს.
,,ის უბრალოდ მაშინ იტანდა, როცა მოუნდებოდა,“ – თქვა მეთოფეების ყოფილმა მწვრთნელმა, არსენ ვენგერმა.
ფრანგი ფორვარდი დღემდე რჩება ერთადერთ მოთამაშედ, რომელმაც ერთ სეზონში 20 გოლი და 20 საგოლე გადაცემა მიითვალა, რაც მისი ყოველმხრივობის იდეალური დასტურია.'' - წერს Goal
საუკეთესო სამეულში, ასევე, პოლ სქოულზი და უეინ რუნი მოხვდნენ.
პრემიერლიგის 21-ე საუკუნის 10 საუკეთესო ფეხბურთელი Goal-ის ვერსიით:
ტიერი ანრი
პოლ სქოული
უეინ რუნი
კევინ დე ბრუინე
მოჰამედ სალაჰი
სტივენ ჯერარდი
ფრენკ ლამპარდი
პატრიკ ვიეირა
კრიშტიანუ რონალდუ
დავიდ სილვა