Belive

პრემიერლიგელებს უეფამ უარი უთხრა - გუნდების განაცხადი არ გაიზრდება

5 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

უეფამ ოფიციალური უარით გაისტუმრა პრემიერ ლიგის კლუბების მოთხოვნა იმის შესახებ, რომ ევროპულ ტურნირებში გუნდების შემადგენლობის განაცხადი გაიზარდოს. მიუხედავად იმისა, რომ ახლად გაფართოებული ტურნირის ფორმატის გაზრდილი ფიზიკური მოთხოვნები შეშფოთებას იწვევს, UEFA საკუთარ პოზიციაზე რჩება.

ამ მომენტისთვის, ევროპულ ტურნირებზე, გუნდებს შეუძლიათ მაქსიმუმ 25 ფეხბურთელი დაარეგისტრირონ - პრემიერლიგელები ითხოვდნენ, რომ ეს რაოდენობა 28-დე გაზრდილიყო.

მიუხედავად იმისა, რომ ეს წინადადება განხილვის მთავარი თემა იყო, ის სტამბოლში, აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე არ იქნება წარმოდგენილი. წინააღმდეგობას ლა ლიგის წარმომადგენლები, მათ შორის ატლეტიკო მადრიდი, სევილია და რეალ სოსიედადი ხელმძღვანელობდნენ. ესპანურმა კლუბებმა გამოთქვეს ღრმა შეშფოთება, რომ გაზრდილი ლიმიტები პრემიერ ლიგის გიგანტებს საშუალებას მისცემდა, გამოეყენებინათ ფინანსური უპირატესობა. შიში რჩება, რომ ასეთი ნაბიჯი ინგლისურ გუნდებს საშუალებას მისცემს, ნიჭიერი მოთამაშეები შეკრიბონ, რაც კიდევ უფრო დაარღვევს თამაშის კონკურენტულ ბალანსს.

სხვა სტატიები