პრემიერლიგაში VAR-ის გაუქმების პეტიციას 2000-ზე მეტი ხელმომწერი ჰყავს
5 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ვიდეო რეფერიმ ბოლო პერიოდში პრემიერლიგაში ბევრი საკამათო გადაწყვეტილება მიიღო. მოწყობილობას, რომელსაც ცოტა ხნის წინ ყველა ითხოვდა ფეხბურთში, დღეს მოწინააღმდეგეები გამოუჩნდა.
ინგლისელებმა პრემიერლიგაში VAR-ის გაუქმების მოთხოვნით პეტიცია შექმნეს, რომლის ხელმომწერების რაოდენობამაც უკვე 2000-ს გადააჭარბა. "ვიდეო რეფერის ტექნოლოგიამ პრემიერლიგაში სრული კრახი განიცადა. მან იმაზე მეტი შეცდომა მოგვიტანა, ვიდრე აქამდე იყო," - ნათქვამია პეტიციაში. VAR-ის მუშაობის შესახებ სოციალურ ქსელში გამოკითხვას ატარებს გარი ლინეკერიც. მონაწილეთა 70.9% ამ ტექნოლოგიის წინააღმდეგია, 21,1% კი - მხარს უჭერს მას.This is our game now. R.I.P. pic.twitter.com/FYvhrnvVuB— Alex Shaw (@AlexShawESPN) December 29, 2019
Out of interest, what’s your view?— Gary Lineker (@GaryLineker) December 29, 2019