პრემიერლიგაში მსაჯმა კამერა (RefCam) პირველად გამოიყენა
პრემიერლიგაში RefCam-ის (მსაჟის კამერა) დებიუტი შედგა. "კრისტალ პალასისა" და "მანჩესტერ იუნაიტედის" შეხვედრაში, მსაჯმა ჯარედ ჟილემ პირველად გამოიყენა ყურზე მისამაგრებელი "პირველი პირის" კამერა.
კადრები პირდაპირ ეთერში არ გადაიცემოდა, რადგან ის უნდა იყოს წარმოდგენილი მოკლე გადაცემაში, რომელიც მიზნად ისახავს "უფრო მეტი ინფორმაციისა და განათლების გავრცელებას პრემიერლიგაში მსაჯის გადაწყვეტილებების შესახებ", მაყურებელი ამ კადრებს ეთერში მოგვიანებით იხილავს. სქემა საგანმანათლებლო მიზნებისთვის დაინერგა და მის გამოყენებას ორივე კლუბმა დაუჭირა მხარი.
კონცეფცია, რომ ოფიციალური პირები კამერებს თამაშების დროს ატარებენ, რათა მაყურებელს უნიკალური პერსპექტივა შესთავაზონ, ახალი არ არის. ამ სეზონში, გერმანიის ბუნდესლიგაში RefCam უკვე გამოიყენეს, (თებერვალში, "ფრანკფურტისა" და "ვოლფსბურგის" შეხვედრაში).
ბუნდესლიგამ მოგვიანებით YouTube-ზე გააზიარა თამაშის მსაჯის პერსპექტივიდან გადაღებული ეპიზოდები, რომელშიც მოცემულია საუბრები მოთამაშეებთან, მსჯელობა კოლეგებთან და ორთაბრძოლების ახლო კადრები.