Belive

პრემიერ ლიგამ მე-8 ტურის 3 მატჩის გადადების გადაწყვეტილება მიიღო

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

დედოფალ ელისაბედ II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, პრემიერ ლიგის გადაწყვეტილებით, მომავალ შაბათ-კვირას, მე-8 ტურის სამი მატჩი გადაიდება.

მათ შორისაა ტურის ცენტრალური შეხვედრა ლონდონის ,,ჩელსისა'' და ,,ლივერპულს'' შორის. გარდა ამისა, არ შედგება ,,მანჩსტერ იუნაიტედი'' - ,,ლიდსისა'' და ,,ბრაიტონი'' - ,,კრისტალ პალასის'' დაპირისპირებებიც. დანარჩენი 7 მატჩის ჩატარების განრიგი უცვლელია.

დიდი ბრიტანეთი ახლა დედოფლის დაკრძალისთვის ემზადება, პროცესში სამართალდამცველთა დიდი რაოდენობაა ჩართული, რის გამოც, რამდენიმე თამაშის უსაფრთხოება კითხვის ნიშნის ქვეშ იყო. ამავე მიზეზით, ,,არსენალსა'' და ,,პსვ-ს'' შორის ევროპა ლიგის შეხვედრაც გადაიდო, რომელიც ხუთშაბათს უნდა გამართულიყო.

სხვა სტატიები