"მინდა ლივერპულის თამაშების ჩატარება მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში" - ტომ ვერნერი
3 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
"ლივერპულის" თავმჯდომარის გეგმამ გულშემატკივრები აღაშფოთა. ტომ ვერნერი ინგლისური კლუბის თავმჯდომარედ 2010 წლიდან მუშაობს, მან Financial Times-ს ინტერვიუ მისცა, სადაც საინტერესო თემაზე ისაუბრა, რამაც ფანების უკმაყოფილება გამოიწვია.
გადაწყვეტილი მაქვს, რომ ერთ დღეს პრემიერ ლიგის მატჩი ნიუ-იორკში ჩავატარო. მე კი ისეთი გიჟური გეგმა მაქვს, რომ წარმოვიდგენ დადგება დღე, როდესაც ერთ თამაშს ტოკიოში ვითამაშებთ, ერთს რამდენიმე საათის შემდეგ ლოს ანჯელესში, ერთ თამაშს რამდენიმე საათის შემდეგ რიოში, შემდეგ რამდენიმე საათის შემდეგ რიადში და ვაქციოთ ის ერთი დღე განსაკუთრებულად, როდესაც პრემიერ ლიგის დღე შეგვიძლია, რომ აღვნიშნოთ.
შეგვიძლია იმის გამოკვლევაც თუ რა ფასად შეგვიძლია ეს მოგზაურობა გულშემატკივრებს შევთავაზოთ. გვინდა გავხადოთ ეს მიმზიდველი რამ ყველა ფანისთვის. - ტომ ვერნერი - "ლივერპულის" თავმჯდომარე
"ლივერპულის" მფლობელი ჯონ ჰენრი ამ ფაქტს ეხმაურება და ამბობს, რომ:
ეს არ არის ის, რასაც მე მხარს ვუჭერ ან მაინტერესებს. - ჯონ ჰენრი - "ლივერპულის" მფლობელი