Belive

პრემიერლიგა VAR-ის ოპერატორებს ეძებს, თუმცა დაბალ ხელფასს სთავაზობს

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ინგლისში "VAR-ის ოპერატორის" ვაკანსიები გამოჩნდა. Hawk-Eye ეძებს VAR-ის გამეორების ოპერატორებს, რათა მსაჯებთან ერთად VAR-ის გამოყენებაზე იმუშაონ. სამუშაო ადგილი "სტოკლი პარკია" - ეს ადგილი, VAR-ის დანერგვის შემდეგ, ვიდეო ასისტენტების მთავარი ჰაბია და სწორედ აქ არიან პასუხისმგებელი პრემიერლიგის ეგიდით ჩატარებულ შეხვედრებზე.

VAR პრემიერლიგაში 2019/20 წლების სეზონიდან დაინერგა, მაგრამ ფუნქციონირების ხუთზე მეტი სეზონის მიუხედავად, სისტემა კვლავ ფანების მნიშვნელოვანი კრიტიკის ქვეშ იმყოფება. პრემიერლიგის ოფიციალური პირები ისევ იღებენ კრიტიკას იმის გამო, რომ ტექნოლოგიის დახმარების მიუხედავად, უამრავი არასწორი გადაწყვეტილება მიიღეს.

როგორც საფეხბურთო სისტემების ოპერატორი, თქვენ იმუშავებთ პრემიერლიგის გამეორებით ცენტრში - სტოკლი პარკში, სადაც მთავარ როლს შეასრულებთ ჩვენი სერვისების მიწოდებაში.

შეიძენთ ამ როლის გამოცდილებას და შესაძლოა, ჩაერთოთ უფრო მეტ ტურნირში - მთელ ევროპის მასშტაბით. - ნათქვამია გამოქვეყნებულ ვაკანსიაში

სამუშაო ადგილის შეთავაზებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალი ანაზღაურებაა. წარმატებული კანდიდატი წელიწადში მხოლოდ 25,800 ფუნტს მიიღებს, რაც დაახლოებით 10,000 ფუნტით ნაკლებია, ვიდრე გაერთიანებული სამეფოს საშუალო ხელფასი.

სამუშაოს აღწერაში მხოლოდ "სასურველად" არის მითითებული ფეხბურთისადმი დიდი ინტერესი და მისი წესების ცოდნა.

სხვა სტატიები