პრემიერ ლიგის ისტორიაში გულშემატკივრებს არაერთი საოცარი ტრანსფერი ახსოვთ.
ბევრს მიაჩნია, რომ ინგლისის ჩემპიონატი საუკეთესო ლიგაა და სწორედ ამიტომ პრემიერ ლიგაში თამაში ყველა გამორჩეული მოთამაშისთვის მიმზიდველია.
პრემიერ ლიგის ისტორიაში ბევრი დიდებული ფეხბურთელის ტრანსფერი გავხსოვს, მაგრამ საინტერესოა, რომელია მათ შორის ყველა დროის საუკეთესო.
Sky Sports-მა პრემიერ ლიგის ისტორიაში 20 საუკეთესო ტრანსფერის რეიტინგი შეადგინა.
გთავაზობთ Sky Sports-ის მიერ შედგენილ რეიტინგს:20. პეტერ ჩეხი19. სერხიო აგუერო18. ედენ აზარი17. პატრიკ ვიეირა16. დავიდ სილვა15. ჯანფრანკო ძოლა14. ვირჯილ ვან დაიკი13. დენის ბერგკამპი12. ნ'გოლო კანტე11. მოჰამედ სალაჰი10. ალან შირერი9. ვინსენ კომპანი8. უეინ რუნი7. სოლ კემბელი6. დიდიე დროგბა5. როი კინი4. ფრენკ ლამპარდი3. ერიკ კანტონა2. ტიერი ანრი1. კრიშტიანუ რონალდუ
როგორც ხედავთ, პრემიერ ლიგის ისტორიაში საუკეთესო ტრანსფერად კრიშტიანუ რონალდუს "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლა დასახელდა.
2003 წლის აგვისტოში პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი "წითელ ეშმაკებს" "სპორტინგიდან" 12 მილიონი ფუნტი სტერლინგის სანაცვლოდ შეუერთდა.
"იუნაიტედში" გატარებული 6 სეზონის განმავლობაში რონალდუმ გუნდთან ერთად 3-ჯერ პრემიერ ლიგის ტიტული და ერთხელ ჩემპიონთა ლიგა მოიგო.
Sky Sports News-ის წამყვანის ტომ უაითის განცხადებით:
"როცა მან "იუნაიტედთან" კონტრაქტს მოაწერა ხელი, ვიფიქრე, რომ ის გუნდს არ შეეფერებოდა. ამიტომ ჩემს არც ერთ სიტყვას არ მოუსმინოთ".
მე-2 ადგილზე "არსენალის" ლეგენდა ტიერი ანრია. ფრანგი შემტევი ლონდონურ კლუბს 1999 წელს "იუვენტუსიდან" 11 მილიონი ფუნტი სტერლინგის სანაცვლოდ შეუერთდა. მან "მეთოფეების" შემადგენლობაში 8 სეზონი გაატარა და გუნდის მაისურით 228 გოლი გაიტანა.