Belive

პრემიერ ლიგის ისტორიაში პირველად | რაულ ხიმენესმა ისტორიული შედეგი დააფიქსირა

3 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

პრემიერ ლიგას 24-ე ტურში, საინტერესო და დრამატული დაპირისპირება შედგა 'ოლდ ტრაფორდზე', სადაც მანჩესტერმა ფულემი 3:2 დაამარცხა.

ამ მატჩში კი ისტორიული ფაქტი დააფიქსირა, ფულემის 34 წლის მექსიკელმა ფორვარდმა - რაულ ხიმენესმა მანჩესტერ იუნაიტედს თერთმეტმეტრიანიდან გაუტანა, ეს კი მისთვის ზედიზედ მე-12 გატანილი პენალტი იყო პრემიერ ლიგაში, რაც აქამდე არასდროს არავის არ გაუკეთებია.

აქამდე საუკეთესო შედეგი იაია ტურეს ჰქონდა, რომელსაც 11/11 თერთმეტმეტრიანი ჰქონდა გატანილი, დიმიტარ ბერბატოვს 9/9, რუბენ ნევეშს 8/8 და კრისტიან ვუდსაც 8/8.

პრემიერ ლიგის ისტორიაში ზედიზედ 12 თერთმეტმეტრიანი არასდროს არავის არ გაუტანია, ეს ყველაფერი კი მხოლოდ რაულ ხიმენესმა შეძლო.

34 წლის მექსიკელ ფორვარდს პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში 6 გოლი აქვს გატანილი, გოლებს კი 2 საგოლე გადაცემაც დაუმატა.

სხვა სტატიები