Belive

ბუკაიო საკა: "ეს ჩვენი წელია - პრემიერ ლიგა უნდა მოვიგოთ და ამის რეალური შანსი გვაქვს"

3 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

ინგლისის ეროვნული ნაკრებისა და "არსენალის" 23 წლის შემტევმა - ბუკაიო საკამ, ჩემპიონთა ლიგაზე "პსჟ"-სთან გამარჯვების შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა და მიმდინარე პრემიერ ლიგის სეზონსაც შეეხო.

საკა დარწმუნებულია, რომ შარშანდელი წარუმატებლობისა და გაუმართლებლობის შემდეგ, "არსენალი" შეძლებს და წელს მოიგებს პრემიერ ლიგის ტიტულს.

"არ მინდა ჩვენზე დიდი ზეწოლა განვახორციელო, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს არის წელი, როდესაც შეგვიძლია ტიტულის მოპოვება.

ვფიქრობ, ბოლო ორი წელიწადია იმდენად ახლოს ვართ და ვუახლოვდებით პრემიერ ლიგის ტიტულს, ახლა დროა რომ მოვიგოთ. წინა სეზონი საოცრად ჩავატარეთ, მეორე წრეში მხოლოდ 2 თამაშში ვერ მოვიგეთ და ამის გამო დავთმეთ პრემიერ ლიგის ტიტული. ასევე ბოლო პერიოდში იყო ისეთი მომენტები, როდესაც 100 ქულა ავიღეთ და 100 გოლი გავიტანეთ, მაგრამ მაინც დავმარცხდით.

წელს ბევრად უფრო ძლიერები ვართ როგორც გუნდურად, ასევე ძლიერია ჩვენი მენტალობა. სწორედ ამიტომ, წელს პრემიერ ლიგა უნდა მოვიგოთ..." - ბუკაიო საკა

შეგახსენებთ, რომ პრემიერ ლიგის მიმდინარე გათამაშებას 6 ტურის შემდეგ 15 ქულით "ლივერპული" ლიდერობს, მეორე და მესამე პოზიციებს კი "სიტი" და "არსენალი" 14-14 ქულით იყოფენ.

ლონდონელები შემდეგ მატჩს 5 ოქტომბერს "საუთჰემპტონის" წინააღმდეგ გამართავენ.

სხვა სტატიები